– ჩვენი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ფაქტი კიდევ ერთხელ შეაფასა. სესიაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები ქვეყნის შიდა საქმეა და მიხეილ სააკაშვილი საინტერესო ქართული მხარისთვის მას შემდეგ გახდება, რაც მისი ექსტრადირება მოხდება.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილს ავანტიურისტს უწოდებს.
– მიყო სააკაშვილმა ხელი თავის ჩვეულ საქმეს. ეს არის ავანტიურა, მეტი არაფერი. თუ სააკაშვილს უკრაინა და მისი იმიჯი ადარდებს, ასეთი ქცევა, რაც მან საზღვარზე გააკეთა, სცდება ყოველგვარ ზღვარს. თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ის დიდი ხანია გაკოტრებულია. ჩვენთვის ამ შემთხვევაში, სააკაშვილი არის შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებში ეჭვმიტანილი დანაშაულებში და ჩვენი მიზანია, რომ ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანარჩენი რაც ხდება უკრაინაში, ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

