ირანში ყველაზე ძლიერი ბომბი შექმნეს

ირანში ყველაზე ძლიერი ბომბი შექმნესირანი საკუთარი წარმოების 10-ტონიან ბომბს ფლობს. ამის შესახებ ტელეარხ IRIB-თან ინტერვიუში ირანის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული “ბომბთა მამაა”.

აშშ-მა აპრილში, ავღანეთში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი ბომბი – GBU-43 გამოიყენა. პენტაგონის ცნობით, “ბომბთა დედა”, რომლის წონა 9 ტონას შეადგენს, ყველაზე ძლიერი არაბირთვული იარაღია, რომელიც კი აშშ-ს გამოუყენებია.

პირველი