„ისინი ყველგან არიან – საწოლში, ტანსაცმელში, საკვებში. სანამ ,,ოცნება“ მართავს საქართველოს, ამ პრობლემას არ ეშველება“

ჟურნალისტი კახაბერ ადამია სამეგრელოს რეგიონში შექმნილ პრობლემას ეხმაურება, აზიურმა ფაროსანმა გაანადგურა ყველაფერი.

ჟურნალისტი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

– ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმებში არ ხდება ის, რაც სამეგრელოში ხდება… ისინი ყველგან არიან… სახლში, საწოლში, კარადებში, ტანსაცმელში, საკვებში… საზიზღრად ყარან და მოსვენებას არ გვაძლევენ… გაანადგურეს ყველაფერი, თუ კი რამე ხილი და ბოსნეული იყო… გაანადგურეს სიმინდი და თხილი.
ხელისუფლება კი კვლავ პიარ სვლებს აკეთებს, თითქოს ებრძვის ამ საშინელებას. სანამ ,,ოცნება“ მართავს საქართველოს, ამ პრობლემას არ ეშველება… ეს პრობლემა დააქცევს საქართველოს ეკონომიკას და გაღატაკებულ მოსახლეობას სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე მიიყვანს, – წერს კახაბერ ადამია.