უკრაინის ერთერთი მთავარი ოპოზიციონერი, პოლიტიკური ორგანიზაცია «ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო 10 სექტენბერს პოლონეთში გაემგზავრება, რათა სააკაშვილს უკრაინაში დაბრუნებაში დაეხმაროს. მან ამის შესახებ ტელეარხ NewsOne-ის ეთერში განაცხადა.
– მე აუცილებლად დავუჭერ მხარს მიხეილ სააკაშვილს პირადად. მე გავემგზავრები, ის 10 სექტემბერს მშვიდობიანად აპირებს უკრაინბაში შემოსვლას, – განაცხადა ტიმოშენკომ.
მან, აგრეთვე, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ბინძური მეთოდების გამოყენებაში დადაადანშაულა.

