იურგენ კლოპმა კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებაზე ისაუბრა

იურგენ კლოპმა კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებაზე ისაუბრალივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფილიპე კოუტინიოს ლივერპულში დაბრუნებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ბრაზილიელი თავს კარგად გრძნობს და მალე მოედანს დაუბრუნდება.

” კოუტინიოს ვესაუბრე და მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად არის და ფილიპე მშვენიერ განწყობაზეა. მალე ის ფორმაშიც ჩადგება და მას მოედანზეც ვიხილავთ”– განაცხადა კლოპმა.

ლივერპული შაბათს სტუმრად მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას და კოუტინიო ამ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა. სავარაუდოდ ამის მიზეზი ის არის, რომ ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფება.