ივან რაკიტიჩი: ”რეალთან მარცხმა გამოგვაფხიზლა”

ივან რაკიტიჩი: ”რეალთან მარცხმა გამოგვაფხიზლა”ბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა კატალონიური გუნდის თამაში შეაფასა და თქვა, რომ ასეთი კარგი სტარტი რეალთან სუპერთასზე მარცხის დამსახურებაა. რაკიტიჩის თქმით რეალთან განცდილმა წარუმატებლობამ ბარსელონა გამოაფხიზლა.

” რეალთან იმ ანგარიშით არ უნდა წაგვეგო როგორც წავაგეთ, მაგრამ ეს მარცხი ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდა. ამის შემდეგ ვიგრძენით, რომ ისევ გამარჯვების სურვილი გვქონდა და მოედანზე ბოლომდე უნდა დავხარჯულიყავით”– განაცხადა ივან რაკიტიჩმა.

ბარსელონამ ბოლო ოთხ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში არცერთი არ გაუშვა.