ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღო

ივან რაკიტიჩმა ტრავმა მიიღობარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა ხორვატიის ნაკრებში თამაშის დროს ტრავმა მიიღო, ამიტომ მან ნაკრები დატოვა და ბარსელონაში ნაადრევად დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რაკიტიჩის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა მან შესაძლოა მაინც გამოტოვოს ბარსელონას შემდეგი მატჩი ესპანიოლთან, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართება.

რაკიტიჩის არყოფნაში მის ადგილს სავარაუდოდ ბრაზილიელი პაულინიო დაიკავებს, რომელიც ბარსელონას ახალწვეულია და მასზე კატალონიური გუნდი დიდ იმედებს ამყარებს. რაც შეხხება რაკიტიჩს, ის ბარსელონას ღირსებას 2014 წლიდან იცავს.