გურიაში თხილთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ერთ-ერთმა ფეისბუკ მომხმარებელმა იუმორისტული ლექსი მიუძღვნა.
გურული იუმორით გაჯერებულ სტრიქონებში ზუსტად არის აღწერილი ის სიტუაცია, თუ როგორ აწვალებენ გლეხებს ნედლეულის ჩაბარების დროს, რომ არაფერი ვთქვათ შარშანდელ წელთან შედარებით კატასტროფულად დაცემულ ფასზე.
ჯერ არასდროს არ ყოფილა თხილი ასე მჩატე,
ერთ მეშოკ თხილს რომ ავწევდი, ვმკურნალობდი ჭაჭებს;
ახლა მეშოკს ისე აწევ, სულ არ გინდა ძალა,
წრუმანდელი თხილი გახლავთ ასე ფიჩინჩალა,
ფაროსანათ შემოსილა თხილის ყველა ბუჩქი,
არანდარა, წლიდან წლამდე გლეხი ამ თხილს უსთის.
წრულს კი თხილმა გვიღალატა; ფულს ვინ ჩივა უსტის,
იშვიათად, ფული ქონდეს წრულს გლეხს ძამა დუსტის.
მივიტანე მიმღებ პუნქტში მეშოკი გვაბრედა,
ვნატრულობდი – თხილის მიმღებს შით არ ჩეეხედა…
ასე მითხრა: ათში ექვსიც თუ ამუა გული,
ჩევიბარებ… ხმას არ ვიღებ, ქი ვარ გატრუნული.
გეიტრუნე რეთიც გინდა, მაი შველის? ეხ, აა,
აი გვაბრედა მეშოკი ხელში ჩამატეხა,
მარა ერ კეკალსაც საღი არ დუურჩა გული
და სიფათი ახლაც მახსოვს იმის, მოჯღუნული.
ელვეგიუს ლევენიუმს ლევან ღაჟონია
გურიის მოამბე

