თბილისში საერთაშორისო დღე “ავტომობილის გარეშე” აღინიშნება. არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით ველორბოლა გაიმართა. ამ დღის მიზანია, მოქალაქეებმა ავტომობილით ნაკლები იმოძრაონ, გაუფრთხილდნენ გარემოს, იარონ ფეხითა და ველოსიპედით.
ველორბოლა პეკინის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას მიმართულებით გაგრძელდა და მასში პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ.
– ჩვენს ქალაქში არის ძალიან დიდი პოტენციალი და არის ძალიან დიდი შესაძლებლობები იმისა, რომ ველოსიპედის გადაადგილება იყოს შესაძლებელი. ოღონდ, მთავარია ინფრასტრუქტურა და ქალაქი მოეწყოს და ადაპტირება მოხდეს ქალაქის, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთავი 2

