კალაძე – ”სააკაშვილი სად წავა, სულ არ მაინტერესებს… ის ბრალდებულია”

კალაძე - ”სააკაშვილი სად წავა, სულ არ მაინტერესებს... ის ბრალდებულია”– გულწრფელად რომ გითხრათ, მიხეილ სააკაშვილი არ მაინტერესებს, სად წავა და რას იზამს.

ამის შესახებ პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის განცხადებით, სააკაშვილი ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში.
– მე როგორც ვიცი, ის ბრალდებულია და შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, მისი ექსტრადირების საკითხი კანონმდებლობაზეა დამოკიდებული, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს, პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. სააკაშვილი უკრაინაში შესვლას კრაკოვეცის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან აპირებს.

ინტერპრესნიუსი