კარიმ ბენზემა რეალთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

კარიმ ბენზემა რეალთან ახალ კონტრაქტს გააფორმებსმადრიდის რეალის ფორვარდი კარიმ ბენზემა მალე რეალთან ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვითაც ის სამეფო გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

კონტრაქტში ასევე აღნიშნულია ბენზემას სატრანსფერო ფასი, რომელიც მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალი მის გაყიდვას უახლოეს წლებში არ აპირებს.

ბენზემა რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და მას შემდეგ მან რეალთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ამჟამად ბენზემა ტრავმირებულია და მოედანს ის სავარაუდოდ ერთ თვეში დაუბრუნდება.