კარლო ანჩელოტის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელები აკრიტიკებენ

კარლო ანჩელოტის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელები აკრიტიკებენმიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელს კარლო ანჩელოტის ბოლო პერიოდში ბევრი აკრიტიკებს, მათ შორის ბაიერნის ყოფილი ფეხბურთელებიც. ბაიერნის ლეგენდამ პოლ ბრაიტნერმა, რომელიც ამ გუნდში 80-იან წლებში თამაშობდა, განაცხადა რომ ანჩელოტის იდეები არა აქვს და მის ხელში წინსვლა არ იგრძნობა.

”ვფიქრობ რომ ბაიერნს ცვლილები სჭირდება. გუნდი ერთ ადგილას არის გაჩერებული და გვარდიოლას პერიოდში ბაიერნი უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა. ანჩელოტი ვალდებულია რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი იპოვნოს”– განაცხადა ბრაიტნერმა.

ბოლო შეხვედრა ბაიერნმა სტუმრად ჰოფენჰაიმთან 0:2 წააგო.