კატალონიის პარლამენტმა დამოუკიდებლობაზე რეფერენდუმის შესახებ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც ესპანეთისგან გამოყოფაზე პლებისციტი 1 ოქტომბერს ჩატარდება. ამის შესახებ BBC-ი წერს.
კანონპროექტის დამტკიცებას მხარი 2 პარტიის დეპუტატებმა დაუჭირეს, რომლებიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ. კენჭისყრაში სულ 83 დეპუტატი მონაწილოებდა.
კანონის დამტკიცებამდე ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კატალონიის პარლამენტის მიერ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ავტონომიურ რეგიონში დამოუკიდებლობის შესახებ არაოფიციალური რეფერენდუმი 2014 წლის ნოემბერში გაიმართა. თუმცა ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიას კენჭისყრის შედეგების გაუქმება დაავალა, რის გამოც რეფერენდუმი არაფორმალურად გამოცხადდა.
ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ კატალონიელთა 55% ესპანეთისგან გამოყოფის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა, 39.8% – წინააღმდეგი; 5,3%-ს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
რაც შეეხება ზოგადად, ესპანეთის მოსახლეობის პოზიციას, 15.4% – რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა, 70% – წინააღმდეგია, ხოლო 14%-ს პასუხი არ აქვს.
17 აგვისტოს, კატალონიის დედაქალაქში, ბარსელონაში, ტერაქტი მოხდა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი.
იმედინიუსი

