კიევის სასამართლომ დავით სააკაშვილის ექსტრადირება შეაჩერა

კიევის სასამართლომ დავით სააკაშვილის ექსტრადირება შეაჩერაკიევის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც უკრაინიდან მის ექსტრადირებას ეხება.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ პარტიაზე “რუხ ნოვიხ სილ“ დაყრდნობით იტყობინება.

საქმის განხილვა 19 სექტემბერს არის ჩანიშნული.

„უკრაინის მიგრაციული სამსახურის მთავარი სამმართველოსგან მოვითხოვთ იმ საბუთების წარდგენას ითხოვს, რომლებზე დაყრდნობითაც დავით სააკაშვილის იძულებით დაბრუნების გადაწყვეტილება იქნა მიღებული” – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ამავდროულად, როგორც გამოცემა იტყობინება, კიევის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა მიგრაციული სამსახურის 2 სექტემბრის განკარგულება, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 17 სექტემბერს, სააკაშვილს უკრაინა უნდა დაეტოვებინა.

ნიუპოსტი