კილიან მბაპემ მონაკოს ფანებს მიმართა

კილიან მბაპემ მონაკოს ფანებს მიმართამონაკოს ყოფილმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ამ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და თქვა, რომ ისინი ყოველთვის ეყვარება. მბაპე კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს, მაგრამ მონაკოს გულშემატკივრები არასოდეს დაავიწყდება.

”ვიცი, ჩემს მიმართ ბევრი სიძულვილს გრძნობს, რადგან პსჟ-ში გადავედი. მე ნაწილობრივ მესმის ამ ადამიანების, რადგან მათ უნდოდათ, რომ მონაკოში დავრჩენილიყავი, მაგრამ მე სხვა გადაწყვეტილება მივიღე. მიუხედავად ამისა, მონაკოს გულშემატკივრების მიმართ მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ”– განაცხადა კილიან მბაპემ.

მბაპე ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.