კოტე იოსელიანი – “კალაძეს უნდა ესმოდეს, რომ მისი კრიმინალური ბანდების გააქტიურებით არჩევნების მოგების შანსი არ აქვს”

კოტე იოსელიანი - "კალაძეს უნდა ესმოდეს, რომ მისი კრიმინალური ბანდების გააქტიურებით არჩევნების მოგების შანსი არ აქვს"ვაკეში ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კოტე იოსელიანის საარჩევნო შტაბზე თავდასხმა მოხდა.

როგორც “ნიუპოსტს” გუშინ გვიან საღამოს კოტე იოსელიანმა განუცხადა, ეს არის მიზანმინმიმართული მცდელობა რათა “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ჩაუშალოს.
– ამ წუთას ვარ შტაბში პოლიცია ათვალიერებს შემთხვევის ადგილს. განცხადებას მაწერინებენ შოთა ქურდაძის სახელზე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ორი დღის წინ ბოთლი ესროლეს შტაბს და დაახლოებით ერთი საათის წინ, აგურები დაუშინეს ოფისს. ეს არის წინასაარჩევნოდ მიზანმიმართული მცდელობა „ქართული ოცნების“, რომ ჩაგვიშალონ წინასაარჩევნო კამპანია.

შტაბთან არის დამონტაჟებული კამერები და პოლიციას იმედი მაქვს მალე შეეძლება კონკრეტული პირების დაკავება.
ეს არის „ქართული ოცნების“ კრიმინალური ელემენტები და ეს პირველი არ არის თუ კორცხელის ინციდენტსაც გავიხსენებთ. ამიტომ კალაძეს უნდა ესმოდეს, რომ მისი კრიმინალური ბანდების გააქტიურებით მას არჩევნების მოგების შანსი არ აქვს,- განაცხდა კოტე იოსელიანმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.