კოუტინიო ბარნლის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნება

კოუტინიო ბარნლის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში იქნებაბრაზილიელი ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო ბარნლის წინააღმდეგ შეხვედრაში ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა.

კლოპის თქმით კოუტინიო უკვე მზად არის იმისთვის, რომ შეხვედრა პირველივე წუთებიდან დაიწყოს.

ბრაზილიელი შემტევი ლივერპულის წინა შეხვედრაში სევილიასთან მეორე ტაიმში ცვლილებაზე გამოვიდა, მაგრამ ღირებული არაფერი გაუკეთებია.

ყველასთვის ცნობილია, რომ კოუტინიოს ზაფხულში ბარსელონაში გადასვლა სურდა, მაგრამ ლივერპულმა ეს ტრანსფერი დაბლოკა.