კრიზისი ესპანეთში: კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება – ესპანეთის მთავრობამ დახურა 1.300 სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნები

კრიზისი ესპანეთში: კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება - ესპანეთის მთავრობამ დახურა 1.300 სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნებიესპანეთის სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაბლოკავენ ყველა საინფორმაციო რესურსს, რომელიც დაკავშირებული იქნება კატალონიაში 1 ოქტომბერს დაგეგმილ რეფერენდუმთან, განსაკუთრებით ელექტრონული ონლაინ ხმის მიცემის საიტებს, აცხადებს ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი კატალონიაში ენრიკო მელო. ინტერნეტკავშირი შეუწყდებათ ასევე გახსნილ საარჩევნო უბნებს.

პარალელურად, ბარსელონაში რეფერენდუმის მხარდასაჭერი ბოლო მასშტაბური მსვლელობა გაიმართა. ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

ადგილობრივ მოსახლეობას კატალონიის პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მათ ისტორიის შეცვლისკენ მოუწოდა.

კრიზისი ესპანეთში: კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება - ესპანეთის მთავრობამ დახურა 1.300 სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნებიესპანეთის მთავრობამ უკვე დახურა 1.300 სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნები. ინციდენტი მოხდა ერთერთ საარჩევნო უბანთან, როდესაც პნევმატური იარაღიდან გასროლით რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, სროლა ადგილობრივი დროით 22:00 საათზე სკოლის შენობასთან მოხდა, სადაც რეფერენდუმის დაცვის კომიტეტის წევრები პოლიციას საარჩევნო უბნის დალუქვის საშუალებას არ აძლევდნენ.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი 2017 წლის 1 ოქტომბერსაა დანიშნული.

ესპანეთის მთავრობა რეფერენდუმს ანულირებულად მიიჩნევს.

ამის შესახებ განაცხადა ესპანეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინიგო მენდეს დე ვიგომ.

კრიზისი ესპანეთში: კატალონია დამოუკიდებლობის რეფერენდუმისთვის ემზადება - ესპანეთის მთავრობამ დახურა 1.300 სკოლაში გახსნილი საარჩევნო უბნებიმისი თქმით, კატალონიის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული არალეგალური პლებისციტი უკვე გააუქმა სამართლებრივმა სახელმწიფომ.

მან თქვა, რომ ეს რეფერენდუმი კანონგარეშეა და არ გააჩნია საერთაშორისო მხარდაჭერა.
მინისტრმა ესპანეთის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
– მთავრობა მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, – განაცხადა ინიგო მენდეს დე ვიგომ.