ლადო სადღობელაშვილი ნაცემია – რას ამბობს ადვოკატი

ლადო სადღობელაშვილი ნაცემია - რას ამბობს ადვოკატიადვოკატის ინფორმაცით, ლადო სადღობელაშვილს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ მან დაკავებულის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ცირა ჯავახიშვილის თქმით სადღობელაშვილს სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდა.

მისივე განცხადებით, დაკავების ოქმი 1 საათის დაგვიანებით დაიწერა და სადღობელაშვილი სამმართველოშიც ერთი საათის დაგვიანებით მიიყვანეს.

უფლებადამცველთან ერთად დიღმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფებოდნენ ქართული მარშის წარომადენლებიც. სადღობელაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. მარშის წევრები საქალაქო სასამართლოსთან აქციასაც აანონსებენ.

“ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დღეს “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან აქციის დროს სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლის დროს დააკავეს.

მოძრაობა “ქართულმა მარშმა“ 11 სექტემბერს რადიკალური და გრძელვადიანი აქციები დააანონსა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიწა უცხოელებზე არ გაყიდოს.

15 ივნისს პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გასხვისებაზე მორატორიუმი პირველი მოსმენით მიიღო. მორატორიუმს მხარი არ დაუჭირა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.

6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე არ გავრცელდება. ეს შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება განსკუთრებულ შემთხვევებზე, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.

იმედინიუსი