ლევან ბოძაშვილმა შვეიცარიაში ელჩობაზე უარი თქვა

ლევან ბოძაშვილმა შვეიცარიაში ელჩობაზე უარი თქვაუშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილემ, შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბოძაშვილმა, რომელიც ოქტომბრიდან უნდა შედგომოდა უფლებამოსილების განხორციელებას, თანამდებობა დატოვა. როგორც ცნობილი ხდება, ბოძაშვილმა მინისტრს შესაბამისი პროცედურების დაწყების თხოვნით უკვე მიმართა.

ბოძაშვილი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ შესაბამის განმარტებას მოგვიანებით გააკეთებს.