– მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას, რომ თითქოსდა ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 12. 000 ლარს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც არჩეული ვარ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და ვარ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კანონის შესაბამისად, არ ვიღებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 0 ლარს.
რაც შეეხება არჩევნებამდე მიღებულ ხელფასს: მსურს, გითხრათ თქვენ და ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და იყენებს თავისი საარჩევნო მიზნებისათვის, არის აბსოლუტური სიცრუე. თანხა, რომელსაც ის ასახელებს არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანადებობრივი სარგოსგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან, – წერს სოციალურ ქსელში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის წევრი ლევან კობიაშვილი.
ლევან კობიაშვილის ქონებრივი დეკლარაცია:
ლევან კობიაშვილი 100% ბინა საქართველო, თბილისი, შიო-მღვიმელის 4. ბ 5, ფართობი – 281.00 კვ.მ ლევან კობიაშვილი 100% საცხოვრებელი სახლი საქართველო, წყნეთი, , ფართობი 450.00 კვ.მ ლევან კობიაშვილი 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, წყნეთი, , ფართობი 2100.00 კვ.მ ლევან კობიაშვილი 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, ბაკურიანი, ფართობი 6500.00 კვ.მ ლევან კობიაშვილი 100% ბინა საქართველო, თბილისი, აბაშიძეს 34, ფართობი – 180.00 კვ.მ ლევან კობიაშვილი 100% ბინა საქართველო, თბილისი, აბაშიძეს 34, ფართობი – 110.00 კვ.მ თამარ წულეისკირი 100% ბინა საქართველო, თბილისი, კოსტავას 2 ჩიხი, ფართობი – 150.00 კვ.მ ლევან კობიაშვილი 50% საცხოვრებელი სახლი გერმანია, დუსელდორფი, , ფართობი 425.00 კვ.მ თამარ წულეისკირი – 50% ლევან კობიაშვილი 50% საცხოვრებელი სახლი გერმანია, ბერლინი, , ფართობი – 550.00 კვ.მ თამარ წულეისკირი – 50% ლევან კობიაშვილი 50% მიწის ნაკვეთი გერმანია, დუსელდორფი, , ფართობი 790.00 კვ.მ თამარ წულეისკირი – 50% ლევან კობიაშვილი 100% ბინა საქართველო, ბათუმი, ფართობი 70.00 კვ.მ
ქონებრივი დეკლარაციის ერთ-ერთ გრაფაში მითითებული უნდა იქნას ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4.000 ლარს
ფულადი თანხის მესაკუთრის ვინაობა (სახელი, გვარი) ფულადი თანხის ოდენობა შესაბამის ვალუტაში.
ლევან კობიაშვილი 8500.00 GEL თამარ წულეისკირი 25000.00 USD ლევან კობიაშვილი 20000.00 USD თამარ წულეისკირი 10000.00 EUR
წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია პრეზიდენტი 63334.00 GEL
ლევან კობიაშვილმა შვილების სწავლაში გადაიხადა – სალომე კობიაშვილი სწავლის გადასახადი გასავალი, 8000.00 USD ნიკა კობიაშვილი სწავლის გადასახადი გასავალი, 35000.00 EUR
news.coa.ge

