ლონდონელ ტერორისტს სამიზნის მისამართი შეეშალა

ლონდონელ ტერორისტს სამიზნის მისამართი შეეშალაUberის ტაქსის მძღოლი, რომელიც ბუკინგემის სასახლესთან პოლიციელებზე თავდასხმაშია ბრალდებული, გაირკვა, რომ უინძორების სასახლეზე თავდასხმასაც გეგმავდა, თუმცა მანქანის ნავიგატორის შეცდომის გამო სასახლის ნაცვლად კლუბში აღმოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი Guardian-ი წერს.

როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, 26 წლის ტერორისტი სახლიდან იმ განზრახვით გამოვიდა, რომ უინძორების სასახლეში მისულიყო, თუმცა ნავიგატორს შეეშალა და სასახლის ნაცვლად, ტერორისტი იგივე დასახელების კლუბთან მივიდა.

ჩოდარმა უინძორების სასახლეში მისვლა გადაიფიქრა და მოძრაობა გააგრძელა. თავდასხმა კი საბოლოოდ, ბუკინგემის სასახლესთან განახორციელა.

25 აგვისტოს ლონდონში ბუკინგემის სასახლესთან ხმლით შეიარაღებულმა პირმა 2 სამართალდამცველი დაჭრა. დაკავებისას ის „ალაჰ აკბარ“-ს ყვიროდა. ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტულმა სამმართველომ ბუკინგემის სასახლესთან სამართალდამცველებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იმედინიუსი