ლონდონის მეტროში აფეთქებასთან დაკავშირებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს

ლონდონის მეტროში აფეთქებასთან დაკავშირებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავესლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

– მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კმაყოფილნი ვართ იმით, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, საფრთხის დონე ჯერჯერობით კრიტიკულ ნიშნულზე რჩება, – განაცხადა ლონდონის პოლიციის წარმომადგენელმა, ნილ დასუმ.

ორი დღის წინ, მეტროსადგურ Parsons Green-ზე, რომელიც ლონდონის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა, თუმცა, არასრული სიმძლავრით.

ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა. დაშავებულია 29 ადამიანი.

ლონდონის მეტროში აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.