ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა

ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდაცოტა ხნის წინ ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა.

ლონდონის პოლიციის ცნობით, მეტროში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, ტერორისტული აქტი იყო.

როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ამ წუთებში ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ.

მეტროსადგურ Parsons Green-ში მატარებლის ვაგონში აფეთქება დღეს მოხდა. ვაგონში, პლასტმასის სათლში აფეთქდა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

აფეთქების შედეგად არიან დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნიუპოსტი