ლონდონის სავაჭრო ცენტრში ადამიანებს მჟავა შეასხეს

ლონდონის სავაჭრო ცენტრში ადამიანებს მჟავა შეასხესექვსმა ადამიანმა მიიღო დაზიანება ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში, მას შემდეგ რფაც მათ მჟავა შეასხეს.

მჟავის შესხმის მიზეზი მამაკაცთა ორ ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკება გახდა. სასაწრაფო დახმარების ექიმებმა დაზარალებულებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო სამი მათგანი შემდეგ საავადმყოფოშ გადაიყვანეს. მიღებული დაზიანებები სიცოცხლისათვის საშიში არ არის.

პოლიციის ცნობით დაპატიმრებულია 15 წლის ბიჭი, რომელიც მჟავის შესხმაშია ეჭვმიტანილი.