ლუის ენრიკემ შესაძლოა ჩინური კლუბი ჩაიბაროს

ლუის ენრიკემ შესაძლოა ჩინური კლუბი ჩაიბაროსბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შესაძლოა სამწვრთნელო კარიერა ჩინეთში გააგრძელოს და შანხაის ერთ-ერთი გუნდის დამრიგებელი გახდეს.

ლუის ენრიკემ ბარსელონაში სამი სეზონი გაატარა და ამ ხნის მანძილზე მან 9 ტიტულის მოგება მოახერხა, მათ შორის იყო ორი ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა.

მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, მაისში ლუის ენრიკემ კატალონიური გუნდი დატოვა და ამჟამად ის არცერთ კლუბში არ მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ლუის ენრიკე ჩინეთში მუშაობას იანვარში შეუდგება.