ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძე გაამართლა

ლვოვის სასამართლომ დავით საყვარელიძე გაამართლალვოვის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს.

ამის შესახებ ფიესბუქის გვერდზე თავად დავით საყვარელიძე წერს. მან მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებსა და პერსონალურად რადას ყველა იმ დეპუტატს, რომლებაც თანადგომა გამოუხატეს.

,,იგორ სობოლევი, პაველ კოსტენკო, ვლადიმერ პარასიუკი, დმიტრი დობროდომოვი, ალენა შკრუმი, იური დერევიანკო, ივან სლობოდიანეკი, პაველ ბოგომაზინი და ბევრმა კარგმა ადამიანმა დავით საყვარელიძესთან ერთად გაიმარჯვა ლვოვის სასამართლოზე! პროკურატურა სრულად დამარცხდა საყვარელიძის საქმეში!“ – წერს საყვარელიძე.

ნიუპოსტი