ლვოვის ოლქში საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სასამა
რთლო 10 სექტემბერს შეგინის გამშვებ პუნქტზე განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელებს.
საუბარია საზღვრის უკანონოდ კვეთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს. პროცესის დაწყებამდე მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას კანონი არ დაურღვევია და ამას პოლონეთიც ადასტურებს.
– ორი დღის წინ პოლონელი მესაზღვრეებისგან ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ კანონისა და საზღვრის დარღვევა ჩვენი მხრიდან არ მომხდარა. ჩვენ ჩვეულებრივ გამოვიარეთ პოლონეთის საზღვარი. ახლა ესენი გვიმტკიცებენ, რომ მე და ჩემმა თანამებრძოლებმა დავარღვიეთ სახელმწიფო საზღვარი. ვინ იტყუება, ეს რიტორიკული კითხვაა. პოლონელებს არაფერში ჭირდებათ ტყუილი, ბანკოვას ქუჩაზე მოკალათებულებს უნდათ, რომ საპირისპირო ამტკიცონ. შევხედავთ რა იქნება. მთავარია, რომ არაფერი დამირღვევია, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ნიუპოსტი

