მანუელ ნოიერმა ისევ ტრავმა მიიღო

მანუელ ნოიერმა ისევ ტრავმა მიიღომიუნხენის ბაიერნის მეკარემ მანუელ ნოიერმა ისევ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მან რამდენიმე თვე გამოტოვოს. ნოიერმა ახლახანს მოიშუშა ტრავმა, რომელიც მან გასულ სეზონში მიიღო და ბაიერნის მეკარე მთელი ზაფხული მკურნალობდა, ხოლო დაბრუნებით კი ის მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.

მანუელს ფეხი აქვს დაზიანებული და შესაძლოა მას ოპერაციაც დასჭირდეს. მის მაგივრად ბაიერნის კარს სვენ ულრაიხი დაიცავს, რომელიც ბაიერნის მეორე მეკარეა. რაც შეეხება ნოიერს, ის უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერად ითვლება.