მაპატიე ყველაფერი, რასაც დღეს საღამოს გაიგებო – ნინი ჯაფარიძის ბოლო ზარი თვითმკვლელობამდე

მაპატიე ყველაფერი, რასაც დღეს საღამოს გაიგებო - ნინი ჯაფარიძის ბოლო ზარი თვითმკვლელობამდე15 წლის ნინი ჯაფარიძემ ყველასთვის მოულოდნელად სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გოგონა საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოხტა.

ფეისბუქზე ნუცა კობიაშვილი თავის გარდაცვლილ მეგობარს გულისამაჩუყებელ სტატუსს უძღვნის:

“ჩემო ყველაზე ლამაზო, მხიარულო და კეთილო გოგო! სულ მემახსოვრები ისეთი მხიარული, როგორიც იყავი! ყველაზე კარგად მახსოვს შენთან ერთად გატარებული დრო და არასდროს დამავიწყდება რეებიც გვაქვს ერთად გაკეთებული! გპირდები რომ ცხოვრების ბოლომდე შევინახავ ყველა წერილს და ნახატს, რასაც მაძლევდი ხოლმე! ზარი დარეკილი, რომ არ იყო და უკვე მეოთხე სართულიდან ჩემ კლასთან რომ იყავი! არ ვიცი მართლა შენს გარეშე ვერ წარმომიდგენია ვერაფერი! არასდროს არ დამავიწყდება შენი გაუჩერებელი წუწუნი იმაზე რომ ტუჩი არასდროს გიჩერდებოდა შენი ხარხარი და ჩახუტება!!! ჩემი ძალიან დიდი თხოვნდა იქნება, რომ ნუ ავრცელებთ ამ უაზრო ჭორებს, მითუმეტეს როცა არ იცით არაფერი! რეალური მიზეზი არც იცის არავინ და ძალიან გთხოვთ! ჩემს თავს არ ვპატიობ იმას, რომ როცა დამირეკე და მითხარი მაპატიე ყველაფერი, რასაც დღეს საღამოს გაიგებო იმ წამსვე არ მოვედი შენთან და არ გავარკვიე ყველაფერი! მიყვარხარ ჩემო ანგელოზო და ყველაზე ყველაზე მეტად მენატრები!”.

მედიამეილ.გე