საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ხვდება.
ქვეყნის პირველი პირი ადმინისტრაციაში შეკრებილებს სთავაზობს, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია მოამზადონ და “ქართულ ოცნებას” შესთავაზონ.
– უკვე არსებობს რაღაც დოკუმენტი, ეს პოლიტიკური ფაქტია. ავიღოთ დოკუმენტი, როგორც ამოსავალი, არ დავიწყოთ დამოუკიდებელი იმპროვიზაცია, მოვნიშნოთ ძირითადი პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობის თემა იყო, დავწეროთ ჩვენი ვერსია, რაზეც შეთანხმდებით თქვენ და შევთავაზოთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. ამით ჩვენ დავანახებთ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიუპოსტი

