გუშინ ცნობილის გახდა, რომ “ქართული ოცნების” თბილისის საარჩევნო სიის სათავეში პალიტრა მედიის კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩიაა.
გუშინვე მარიკა დარჩიამ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
“როგორი აღმოჩნდა ეს მარიამობა.. სულ ახალი გზა იწყება, მხოლოდ თქვენთან ერთად მინდა ამ გზის გავლა… სხვანაირად მე არც კი ვიცი… ეს არის მთავარი… პირველობა დიდი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი… პალიტრას ვემშვიდობები.. პალიტრელად ყოფნა ჩემთვის ყოველთვის საამაყო იქნება… ისეთი საინტერესო შემოქმედებითი და კრეატიული პროექტებით ვიყავი სავსე, რომ ყოველი ადამიანი და ყველა ნაბიჯი მეძვირფასება … ახალი ისტორია იწყება… ერთად ყოფნის იმედი მაქვს… თბილისი ნამდვილად უნდა ავავსოთ სიცოცხლით…”

