საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, „ბანკ ქართუსთან“ გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მას ფიზიკური შეურაცხყოფა სუს-ის თანამშრომელი, ბესო ცეცხლაძემ მიაყენა.
– ჩემი ინფორმაციით, ეს ადამიანი გახლავთ ბესო ცეცხლაძე, რომელიც იყო ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი, შემდეგ გარკვეული დარღვევების გამო ამ ადამიანს აღკვეთის ღონისძიებაც კი ჰქონდა შეფარდებული. ახალი ხელისუფლების პირობებში, დღეს, ეს ადამიანი გახლავთ სუს-ის მოქმედი თანამშრომელი და გუშინ “ქართუ ბანკის” ოფისიდან გამოსულმა სუს-ის თანამშრომელმა მე საკრებულოს წევრ მარიკა დათუკიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, სახეში დამარტყა ხელი. ეს ადამიანი აუცილებლად მოხდება გისოსებს მიღმა, – განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
დეპუტატი მომხდარის შესახებ ჩვენებას სამართალდამცავებს მისცემს.
ნიუპოსტი

