ქალაქ კალინოვკას მახლობლად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწყობი იწვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი გვიან ღამე გაჩნდა და აფეთქების ხმები ამ დრომდე ისმის.
ადგილზე მობილიზებულია 1000-ზე მეტი მეხანძრე.
რამდენიმე დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ქალაქის გარშემო 50 კილომეტრის რადიუსზე დახურულია საჰაერო სივრცე. ადგილზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი ჩავიდა.
სხვადასხვა ცნობებით, კალინოვკაში, სამხედრო საწყობში 138 ათასი ტონა საბრძოლო მასა ინახებოდა.
ნიუპოსტი

