ევროდეპუტატ სარიუშ ვოლსკის, ჩარევით და პოლონეთის ოფიციალური უწყებების გადაწყვეტილებით, მატარებელი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ნახევარი საათის დაგვიანებით უკრაინის მიმათულებით დაიძვრება. ეს არის პოლონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ადამიანი, რომელსაც აქვს ბილეთი და იმყოფება კანონიერად, არ ჩაუდენია კრიმინალი, აქვს უფლება გადაადგილდეს საზღვარზე.
ნახევარი საათის წინ ვაგონში ავიდა გამცილებელი, რომელმაც განაცხადა, რომ არის მითითება, რომ ვაგონში არის ადამიანი, რომელიც მიემგზავრება უკრაინაში და ვიდრე ეს ადამიანი არ დატოვებდა ვაგონს, მატარებელი არ დაიძვრებოდა.
ვაგონში იმყოფებიან ევროპელი და უკრაინელი დეპუტატები, იქ იმყოფება სააკაშვილი და მატარებელი ლვოვის მიმართულებით დაიძვრება.
სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, პოლონეთის ხელისუფლებას მიუთითოს, გაუშვას თუ არა საზღვარზე სააკაშვილი. უკრაინელი დეპუტატების თქმით, ეს იყო სწორედ პოროშენკოს მითითება. სააკაშვილი კრაკოვეცის სასაზღვრო პუნქტიდან გეგმავდა უკრაინაში შესვლას, თუმცა ე.წ. ტიტუშკების მობილიზების ფონზე, არსებობდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროვოკაციებს ჰქონოდა ადგილი. ამის გამო სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და ის უკრაინისკენ მატარებლით დაიძვრება.
ნიუპოსტი

