მოსკოვში სკანდალურად გახმაურებული ფილმის, “მატილდას” რეჟსორის, ალექსეი უჩიწელის ადვოკატის, კონსტანტინე დობრიმინის ავტომაქანა დაწვეს. ადვოკატმა დამწვარი ავტომანქანის ფოტო და ნაპოვნი წარწერა-” მატილდასათვის”, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. დობრიმინი მანქანის დაწვაში რუსეთის დუმის დეპუტატის, ნატალია პოკლონსკაიას მომხრეებს ადანაშაულებს. პოკლონსკაია ფილმის ფართო ეკრანებზე გამოსვილს აკრძალვას მოითხოვს.
– სანამ პოკლონსკაია ყვლას უყვება მეფის ნათესავების რაღაც სარჩელებზე და ცდილობს ფილმის აკრძალვას, მისი მომხრეები აგრძელებნ მოლოტოვის კოქტექილების სროლას და დაწვას. ეს ყველაფერი სინქრონულად ხდება. დღეს მათ მოსკოვს და მოსკოველებს საკუთარი სახე აჩვენეს. მოვიდნენ ჩვენ ოფისთან დილის 6-ის ნახევარზე, – ადვოკატი აცხადებს, რომ დუმის წევრი პოკლონსკაია ტეროროსტულ ორგანიზაციებს მფარველობს.
“მატილდა” რეჟისორ უჩიწელის ფილმია, რომელიც ეკრანებზე 26 ოქტომბერს გამოდის. ფილმი მომავალი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის და ბალეტის მოცეკვავის, მატილდა შეშინსკაიას ურთიერთობებზეა. ფილმმა დიდი რეზონანასი გამოიწვია. მისი აკრძალვის მოთხოვნით, არაერთი განცხადება გაკეთდა. განსაკუთრებული აქტიურობით რუსი დეპუტატი ნატალია პოკლონსკაია გამოირჩევა

