ცოტა ხნის წინ მაცაცო თოხაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:
,,ბიბლუსში” ძლივს მივედი რვეულებამდე, რამდენიმე ცალი ძლივს დავისაკუთრე და გრძეელ რიგში ჩავდექი. ჰოდა, ამ რიგში დავხედე ყდაზე და დიდი ასოებით აწერია ,,პანდემონიუმი”. Google-მ განმანათლა, რომ ცნობილი ტრილოგიის მეორე წიგნის სახელი ყოფილა, შეიძლება მართლაც კარგი ნაწარმოებიც იყოს, მაგრამ სკოლის რვეულზე, რომელიც დღეში რამდენჯერმე უნდა გადაშალოს ბავშვმა, არ შეიძლება, რომ რაღაც დემონიუმები არ ეწეროს?
დაახატეთ რა ილიკო და ილარიონი, მარიტა და გედია (ნუ, გედიაზე ცოტა ვიფიქრებ),
?
?
?
?
?
ზურიკელა და ხატია… არჩევანი დიდია!
ქართულ ფილმებს ისე არ უყურებს ახალი თაობა და რვეულის ყდაზე მაინც ნახონ, ვინ იყო ფუფალა, ვინ იყო ,,მსოფლიო ბებია”…
ცოტა დადებითი ემოცია დადეთ სკოლის მერხზე რა!!!
რა დემონიუმები აგიტყდათ?!
P.s. ჰო, რაც მთავარია – აღარ ვიყიდე!
?
?
?
?
ხვალ ვნახავ ყვავილებიან და მანქანებიან რვეულებს და იმას ვიყიდი
?!”

