მეამბოხე როჰინჯებმა დროებით ცეცხლი შეწყვიტეს

მეამბოხე როჰინჯებმა დროებით ცეცხლი შეწყვიტესმეამბოხე როჰინჯებმა, რომლებიც მიანმარის სახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ იბრძვიან, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. ზავი 1 თვე გაგრძელდება, რათა რაქჰაინის შტატში ჰუმანიტარული კრიზისი შეწყდეს. ამის შესახებ BBC-ი წერს.

“როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” (ARSA) განცხადებით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი დღეიდან შევა ძალაში და მიანმარის არმიასაც იმავეს მოუწოდებს.

მიანმარში სიტუაცია ხელახლა გამწვავდა 2017 წლის 25 აგვისტოს შემდეგ. ამ დღეს “როჰინჯა არაკანას გადარჩენის არმიის” დანებით და ხელნაკეთი ბომბებით შეიარაღებულმა მებრძოლებმა კოორდინირებული თავდასხმა მოაწყვეს მიანმარის არმიის ბაზასა და პოლიციის 30-ზე მეტ საგუშაგოზე, მოკლეს ქვეყნის სპეცსამსახურების, სულ ცოტა, 12 წარმომდგენელი. ხელისუფლება მათ 14 მშვიდობიანი მცხოვრების მკვლელობაშიც ადანაშაულებს.

ამის შემდეგ დაახლოებით 290.000 როჰინჯა მუსლიმი ძალადობისგან თავის დასაცავად იძულებული გახდა ბანგლადეშში გადასულიყო.

გაეროს შეფასებით, მათ დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივ სჭირდებათ 77 მილიონი დოლარი.

იმედინიუსი