მეხიკოში ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, 42 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 42 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, თუმცა მაშველები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი გაიზრდება.

ქალაქში 20-ზე მეტი შენობა ჩამოინგრა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

მექსიკის სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე 7.1-ბალი იყო. ბიძგები იგრძნობოდა აკაპულკოში, გვადალახარაში, კოლიმასა და ჩიპანსინგოში. 

1928 წელს ამავე დღეს მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პირველი არხი