მექსიკის სანაპიროებთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროებთან 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდამექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით, 04.49 საათზე მოხდა. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

სპეციალისტები ცუნამის წარმოქმნას არ გამორიცხავენ. „წინასწარი პარამეტრების მიხედვით, მიწისძვრამ შეიძლება ძლიერი ცუნამი გამოიწვიოს,“- ნათქვამია ცუნამის შესახებ წყნარი ოკეანის ცენტრის ინფორმაციაში.

სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ ცუნამი შეიძლება წარმოიქმნას მექსიკის, გვატემალას, სალვადორის, კოსტა-რიკის, ნიკარაგუას, პანამის, ჰონდურასის და ეკვადორის სანაპიროებზე.

იმედინიუსი