მეუფე დიმიტრი – “პატრიარქმა გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის”

მეუფე დიმიტრი - "პატრიარქმა გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის"ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებით, “პატრიარქმა პირდაპირ, გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის”.

სასულიერო პირის თქმით, უწმინდესს, რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში ესაუბრა.

“პატრიარქს რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, ის ჩვენს ეპარქიაში ბრძანდება ქობულეთში და პატრიარქმა პირდაპირ გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არის, რაც მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეც თქვა. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პატრიარქთან საუბარი არ მქონია”, – განაცხადა მეუფემ.

ამასთან მეუფე დიმიტრი აცხადებს, რომ გაუმყარდა ეჭვები, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი საერთოდ არ ჰქონდა ნაყიდი.

მეუფე აცხადებს, რომ გიორგი მამალაძეს პატრიარქი უსაზღვროდ უყვარდა და და პატივს სცემა.

“მე გამოვრიცხავ, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქის მკვლელობას გეგმავდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციის მცდელობასაც”, – აღნიშნა მეუფემ.