”მიიღებენ ეგენი ფაროსანას რევოლუციას” – მერაბ როდონაიას პოსტი

მერაბ როდონაიამ ფაროსანას პრობლემას ფეისბუქზე ასეთი პოსტი მიუძღვნა:

”მიიღებენ ეგენი ფაროსანას რევოლუციას… ხელფასით და პრემიებით განებივრებულები, აზრზე არ არიან რა ჭირს ხალხს! ახლა რომ შია კაცს, ზამთარში, როცა ყველაფრის ფასი გაორმაგდება და გაოთხმაგდება, რა უნდა ჭამოს?! ათასობით მშიერი მოქალაქე რომ გამოვა ქუჩაში, გგონიათ, გუბერნიის კედლები გიშველით??? თხილის და სიმინდის იმედით რომ სესხი აქვს აღებული იმ კაცს ბანკი როცა დაადგება სახლში, როგორ გგონიათ, თქვენ თქვენს კაბინეტებში დაგტოვებენ მშვიდად? აი, რატომ არ უნდა იყოს სახელმწიფო მოხელე ერთუჯრედიანი შემსრულებელი! აი, რატომ უნდა ქონდეს სახელმწიფო მოხელეს კრიზისების ანალიზის და პრევენციის უნარი! აი, რატომ და რატომ ვართ ერთეულები თქვენზე “ჩასაფრებულები”, რომ თქვენი სიბრიყვით ჭაობში ჩაძირულებმა ჩვენც არ ჩაგვიყოლიოთ!
“მშივრები ვართ, ბიძია!”
“რა ვჭამოთ, რა!”
“კიდევ უნდა მომატყუო აგერ!”
“რა წამალი იყო თქვენი წამალი, რა შეწამლეთ?”
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას პასუხი:
“ნუ გახდებით პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლი”
და ისევ ხალხი:
“ხელფასი გაქვს გენაცვალე, ხელფასი და ეს ხალხი მშივრები არიან!” შენ პრემია გაქ, შენ ხელფასი გაქ!”
“ბავშვები მიკვდება და ვინაა ეს!”
“დაგვცინიან!””
“ქვეყანა მოწამლეს ამათ და ხოჭო ვერ მოწამლეს?”(მეგრულად)
“მთლად ავაფეთქებთ ამას”(მეგრულად)