საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფება. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ პარტია „ახალი ძალების“ პრესსამსახურში განუცხადეს.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ფარგლებში ტურნე წამოიწყო.
– მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ხერსონშია. ის აპირებს მოინახულოს კაპელანი, რომელიც საზღვრის გარღვევისთვის დააკავეს, – განაცხადეს პრესსამსახურში.
პარტიაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ 19 სექტემბერს სააკაშვილი კიევში ჩასვლას აპირებს.
ინტერპრესნიუსი

