– მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში ასვლამდე „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის პოლონეთიდან უკრაინაში მხარდამჭერებთან, ევროპარლამენტარებთან და უცხოელ ჟურნალისტებთან ერთად მიემგზავრება.
– მინდა ყველა მოვიკითხო საქართველოში, მე ახლა მივდივარ უკრაინაში, მაგრამ ერთი სული მაქვს როდის ჩამოვალ საქართველოში, ჩემთვის ეს არის ცხოვრების მიზანიც, ისევე, როგორც უკრაინის დახმარება ახლა, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი მატარებელში მეუღლესთან, სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან ერთად ავიდა. ის უკრაინაში მიემგზავრება.

