მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს“ 

მიხეილ სააკაშვილი: „უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში მის დაბრუნებამდე პროვოკაციებს ამზადებს.

– ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება თუ მომდევნო დღეებში „ფე-ეს-ბეს“ აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება, გარდა ამისა პოლონეთის ხელისუფლებაზეც წნეხს ახდენს.

– ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა მომცენ შესაძლებლობა ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო, – დასძინა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.