თბილისის საკრებულოს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მინაშვილმა ოგბაიძეს იმის დაკონკრეტება მოსთხოვა, დაუჭირა თუ არა მხარი პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიისთვის სტატუსის შეცვლის საკითხს.
რეპლიკების გაცვლას მინაშვილსა და ოგბაიძეს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა – მინაშვილმა ოგბაიძეს ხელი ჰკრა.

