მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მეუღლეს მთავრობამ 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა

მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მეუღლეს მთავრობამ 100 ათასამდე ლარი გადაურიცხაშერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მეუღლის ფირმას საქართველოს მთავრობამ ლობისტური საქმიანობისთვის, 2016 წელს 100 ათასამდე ლარი გადაურიცხა.
კომპანია “რეს-საზოგადოებრივი და კორპორატიული ურთიერთობები” საქართველოს ხელისუფლებას გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და სტრატეგიულ კომუნიკაციაში უნდა დახმარებოდა.

ქეთევან ციხელაშვილის მეუღლე, არმინ ჰუტენლოხერი ამ ფირმის 100%-ის მფლობელია.
„მედიატორის“ 2017 წლის კვლევის თანახმად, ქეთევან ციხელაშვილი საქართველოს მთავრობის ყველაზე მდიდარი მინისტრების სამეულში შედის