95 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი ლილიან ბეტანკური.
ფორბსი მის ქონებას 44,7 მილიარდ დოლარად აფასებს. მის ოჯახს ლორეალის აქციების 33,1% ეკუთვნის.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მას მე-14 ადგილი ეკავა.
ლილიან ბეტანკური პარიზის გარეუბან ნეიი-სიურ-სენში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების დეტალები ცნობილი არ არის.
ლილიან შიულერი 1922 წლის 21 ოქტომბერს დაიბადა პარიზში. დედამისი გარდაიცვალა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო. მამა, ეჟენი შიულერი, დიდი შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ის ყოველ დილით 4 საათზე დგებოდა.
15 წლის ასაკში ლილიანი მამის ქარხანაში გაგზავნეს, სადაც ის ლორეალის პროდუქციას ეტიკეტებს აკრავდა.
ეჟენი შიულერმა 1909 წელს დააარსა კომპანია, რომელსაც შემდეგ ლორეალი უწოდა. 2016 წელს ლორეალის შემოსავალმა 27 მილიარდი დოლარი შეადგინა.

