ნანუკა ჟორჟოლიანი აიფონ+-ს მორიგებაზე შეუთანხმდა, რის შესახებაც ფეისბუქზე შემდეგი რამ დაწერა:
“დაგღალეთ ამ თემით, მაგრამ ბოლო პოსტია:)
იყო სასამართლო პროცესი, რომელზეც აიფონ+ ითხოვდა ამბის უარყოფას და 50.000 ლარს. ამბავი დასრულდა იმით, რომ მოსამართლემ მხარეებს შესთავაზა მორიგება საკითხზე, რაზეც კომპანიამ
თავის მხრივ და ჩემმა ადვოკატმა განაცხადეს თანხმობა. მორიგება შედგება 3 პუნქტისგან.
1. რომ განვათავსებ ფბზე იმ პოსტს, რომელიც ისედაც არაერთხელ გავაკეთე.
2. რომ მხარეები ერთმანეთს აღარ ახსენებენ მორიგების შემდეგ. (ეს იყო ადვოკატის მოთხოვნა, კომპანიის მიერ დაწერილი პოსტების გამო)
3. პოსტი განთავსებული იქნება ჩემს ფბზე 24 საათი.
სულ ესაა.
რად უნდოდა ამას ამდენი შეურაცხყოფა მართლა არ ვიცი. მე რომ აიფონ + ხელმძღვანელი ვიყო, აუცილებლად ვუსაყვედურებდი იმ ადამიანს, რომელმაც მას მრუდე გზით წასვლა ურჩია.
შესაბამისად, მეგობრებო, რამდენჯერმე ვთქვი , მაგრამ:
კიდევ ერთხელ უნდა გითხრათ:) რომ 2015 წლის 19 ნოემბერს გაკეთებული განცადება (პოსტი) შეცდომით გაკეთდა. აღნიშნული ტელეფონი აიფონ + ში არ შემიძენია. დაზიანებული ტელეფონი სხვა მაღაზიაში შევიძინე.
იმედია კომპანია შეასრულებს მორიგების პირობას და აღარ გააგრძელებს ისტერიას ფბზე. თუ დაარღვევს შეთანხმების ამ პუნქტს , არც ეგ არის პრობლემა. პასუხიც შესაბამისი იქნება.”

