ნანუკა ჟორჟოლიანი – “მალდინი რომ ფეხბურთს ითამაშებს, ამიტომ ვინმე კახი კალაძეს მისცემს ხმაას? ამიტომ ვამბობთ 200.000$ ზე უარს?”

ფეხბურთის ვარსკვლავების თბილისში 29 სექტემბერს ჩამოსვლას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა:

“რას ამბობთ, მალდინი რომ ფეხბურთს ითამაშებს, ამიტომ, ვინმე კახი კალაძეს მისცემს ხმაას? ამიტომ ვამბობთ 200.000$ ზე უარს? ნახევარ მილიონ ლარზე? არა, უფრო მეტზე.

ვინც მალდინი და შევჩენკო იცის, იცის ისიც, რომ კალაძე მათი პირადი მეგობარია. ამიტომ მახათის ამბავი მგონია.

ქალაქში სადაც მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ხალხი, სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებს, ეს ამბავი ვერ გახდება ამომრჩევლის მოსყიდვისთვის საკმარისი მიზეზი. ვისთვისაც ეგ ტიპები-ტიპები არიან, იქ, კალაძეს, არჩევნები მოგებული აქვს ისედაც.

P.s. თუ გაიგებთ რომ ბორიელოც ჩამოყავს , არ დამიმალოთ. წავალ ფეხბურთის საყურებლად. ???”